24 წლის ჩეხმა პეტრა კვიტოვამ უიმბლდონის ქალთა ერთეულთა ტურნირის ფინალში 20 წლის კანადელ ეჟენი ბუშარს დამაჯერებლად 6:3, 6:0 მოუგო და მეორედ მოიგო დიდი ბრიტანეთის სადიდსლემო ტურნირი. პირველად პეტრამ ეს 2011 წელს მოახერხა.
რეიტინგსიის მეექვსე ნომერმა კვიტოვამ კლასიფიკაციაში მეცამეტე პოზიციაზე მყოფი ბუშარის ძლევას 54 წუთი მოანდომა. პეტრას ანგარიშზე 4 ეისი და 6 ბრეიკია. კვიტოვასა და ბუშარის პირად შეხვედრათა ანგარიში 2:0 გახდა.
კარიერის განმავლობაში მეორე სადიდსლემო ტიტულის მოგებამ პეტრა კვიტოვას 2000 სარეიტინგო ქულა და 1760000 გირვანქა საპრიზო თანხა მოუტანა.