ჩოგბურთი

19:43 | 3.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კვიტოვა ფინალშია

ქალთა ერთეულთა თანრიგში 2011 წლის ჩემპიონი პეტრა კვიტოვა წლევანდელი ტურნირის ფინალში თანამემამულე ლუსი შაფარჟოვას 7:6, 6:1 დამარცხების შემდეგ გავიდა. ჩეხურ დაპირისპირებაში კვიტოვამ საათი და 20 წუთი მოანდომა მოგებას და შაფარჟოვასთან პირადი შეხვედრების ანგარიში 6:0 გახადა.

დღევანდელ ნახევარფინალში რეიტინგსიის მეექვსე ნომერმა კვიტოვამ 3 ბრეიკი და 8 ეისი შეასრულა. ფინალში კვიტოვა რუმინელი სიმონა ჰალეპისა და კანადელი ეჟენი ბუშარის ნახევარფინალში მოგებულს დაუპირისპირდება.

0.123412