სოლომონ კვირკველიას მიმდინარე სეზონში უეფას ევროპის ლიგაზე დებიუტი ჰქონდა.
სამშაბათს, 1/16-ფინალის პირველ მატჩში, ყაზანის “რუბინმა” სტუმრად სევილიის “ბეტისთან” 1:1 ითამაშა. ქართველი ცენტრალური მცველი სათადარიგო იყო და მოედანზე ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე გავიდა.
სეზონის დასაწყისში კვირკველია ევროპის ლიგის განაცხადში არ იყო. თუმცა, ზამთარში “რუბინი” რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა და ქართველი განაცხადში შეიყვანეს.