თბილისის “დინამოში” დაბრუნდა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, 32 წლის მარცხენაფლანგელი, დავით კვირკველია.
კვირკველიამ საფეხბურთო კარიერა ფოთის “კოლხეთში” დაიწყო. “დინამოს” ღირსებას 2002–2004 წლებში იცავდა და 63 ჩატარებულ შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. მას სხვადასხვა დროს უთამაშია ვლადიკავკაზის “ალანიაში”, ზაპოროჟიეს “მეტალურგში”, ყაზანის “რუბინში”, მახაჩყალის “ანჟიში”, ბერძნულ “პანიონიოსში”, კვიპროსის “ანორთოსისში”. განვლილ სეზონში კი, გორის “დილაში” გამოდიოდა, სადაც 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.
დავით კვირკველია: “კოლხეთის” შემდეგ, ჩემი სპორტული კარიერა “დინამოში” დაიწყო და ჩემთვის “დინამო” რიგითი გუნდი ვერ იქნება. “დინამოში” მოხვედრა თითოეული ფეხბურთელის ნატვრა იყო და არის. არსებული ამბიციის გათვალისწინებით დღეს განსაკუთრებით საამაყოა აქ თამაში. მადლობა მინდა ვუთხრა კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის და ვიმედოვნებ, რომ იმედების გამართლებას შევძლებ”.
fcdinamo.ge
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო