კალათბურთი

15:07 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კვირის მოთამაშეებად ჯეიმსი და დიურანტი აღიარეს

ნოემბრის მწვრთნელთა ტიტული ვოგელს და სტოტსს ერგოთ


“მაიამი ჰითის” და “ოკლაჰომა სიტი სანდერის” ლიდერები ლებრონ ჯეიმსი და კევინ დიურანტი გასული კვირის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ. აღნიშნულის შესახებ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

ჯეიმსის წინამძღოლობით მაიამელებმა კვირის ოთხივე მატჩი მოიგეს, “ჰითის” ფორვარდის საშუალო მაჩვენებლები კი 29.0 ქულა, 6.0 მოხსნა, 4.8 პასი და 1.5 ჩაჭრა გახლდათ.

ასევე ოთხივე შეხვედრაში იმარჯვა “სანდერმაც”, დიურანტი კი საშუალოდ 27.0 ქულას, 12.0 მოხსნას და 7.0 პასს აგროვებდა.

კვირის საუკეთესო მოთამაშეების წოდებაზე პრეტენზიას ტაი ლოუსონი (“დენვერი”), ანდრე იგუდალა (“დეტროიტი”), სტივენ კარი (“გოლდენ სტეიტი”), ჩენდლერ პარსონსი (“ჰიუსტონი”), პოლ ჯორჯი (“ინდიანა”) და ჯონ უოლიც (“ვაშინგტონი”) აცხადებდნენ.

ამასობაში, ცნობილი გახდა ნბა-ს ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელთა ვინაობაც: აღმოსავლეთ კონფერენციაში ეს პატივი ფრენკ ვოგელს (“ინდიანა”) ერგო, დასავლეთში კი – ტერი სტოტსს (“პორტლენდი”).

ვოგელის ხელმძღვანელობით “პეისერზმა” სეზონი 9 გამარჯვებით დაიწყო და ახლა, რეგულარულ ჩემპიონატს 18 შეხვედრაში მოპოვებული 16 მოგების წყალობით ლიდერობს.

თავის მხრივ, სტოტსის “ბლეიზერსმა” ნოემბერში 11-მატჩიანი წარმატებული სერია “გამოაცხო” და 18 მატჩში 15 გამარჯვებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება.

თვის მწვრთნელის ტიტულის მოპოვების შანსი კევინ მაკჰეილს (“ჰიუსტონი”), დოკ რივერსს (“კლიპერსი”), ერიკ სპოელსტრას (“მაიამი”), სკოტ ბრუკსს (“ოკლაჰომა სიტი”) და გრეგ პოპოვიჩსაც (“სან ანტონიო”) ჰქონდათ.

 

ვაშინგტონი – ორლანდო 98:80 (22:22, 30:19, 23:20, 23:19)

ვაშინგტონი: არიზა (24 ქ.), უოლი (16 ქ. 13 პ.), ნენე (14 ქ.), გორტატი (13 ქ.), უებსტერი (5 ქ.); სინგლტონი (11 ქ.), ბუკერი (6 ქ.), რაისი (5 ქ.), მეინორი (2 ქ.), ვესელი (2 ქ.), ტემპლი (2 ქ.), სერაფინი.

ორლანდო: აფლალო (21 ქ.), ოლადიპო (13 ქ.), ვუჩევიჩი (10 ქ. 8 მ.), მური (6 ქ.), დევისი (2 ქ.); ჰარკლესი (16 ქ.), პრაისი (5 ქ.), ნიკოლსონი (4 ქ.), ლემბი (3 ქ.), მაკსიელი, ჯონსი, ო’ქუინი.

 

ჩიკაგო – ნიუ ორლეანი 128:131 3 ოტ. (21:24, 35:26, 24:27, 23:26, 6:6, 13:13, 6:9)

ჩიკაგო: დენგი (37 ქ. 8 მ. 7 პ.), ნოა (19 ქ. 10 მ.), ჰაინრიხი (13 ქ. 11 პ.), სნელი (6 ქ.), ბუზერი (4 ქ.); გიბსონი (26 ქ. 14 მ. 5 დ.), დანლივი (23 ქ. 7 მ.), ჯეიმსი, ტიგი, მოჰამედი.

ნიუ ორლეანი: ანდერსონი (36 ქ.), გორდონი (23 ქ. 7 მ.), ჰოლიდეი (19 ქ. 8 მ. 12 პ.), ამინუ (14 ქ. 9 მ.), სმიტი (12 ქ. 14 მ.); ევანსი (13 ქ.), მოროუ (8 ქ.), რობერტსი (4 ქ.), უიტი (2 ქ.), ამუნდსონი.

 

სან ანტონიოატლანტა 102:100 (25:23, 25:26, 23:22, 29:29)

სან ანტონიო: დანკანი (23 ქ. 21 მ.), პარკერი (15 ქ. 7 პ.), სპლიტერი (11 ქ.), ლენარდი (4 ქ.), გრინი (3 ქ.); დიაო (16 ქ.), ბელინელი (13 ქ.), ჯინობილი (10 ქ. 7 პ.), მილსი (6 ქ.), ეირსი (1 ქ.), ბონერი.

ატლანტა: ტიგი (19 ქ. 7 პ.), ჰორფორდი (18 ქ. 7 მ.), კეროლი (17 ქ. 8 მ.), მილსეპი (15 ქ. 14 მ.), უილიამსი (10 ქ.); მაკი (7 ქ.), მარტინი (6 ქ.), ბრენდი (6 ქ.), ჯენკინსი (2 ქ.), სკოტი.

 

იუტა – ჰიუსტონი 109:103 (36:23, 17:27, 29:24, 27:29)

იუტა: ჰეივორდი (29 ქ.), ბერკი (21 ქ. 6 პ.), ფეივორსი (14 ქ. 13 მ.), უილიამსი (10 ქ.), ჯეფერსონი (3 ქ.); ბერკსი (21 ქ.), გარეტი (5 ქ.), ევანსი (3 ქ.), კანტერი (3 ქ.).

ჰიუსტონი: ჰარდენი (37 ქ. 8 პ.), ჰოვარდი (15 ქ. 9 მ.), გარსია (13 ქ. 4 დ.), ბევერლი (8 ქ.), ჯონსი (2 ქ.); ბრუკსი (13 ქ.), კასპი (13 ქ.), აშიკი (2 ქ.), ბრიუერი.

 

პორტლენდი – ინდიანა 106:102 (20:23, 25:23, 27:26, 34:30)

პორტლენდი: ოლდრიჯი (28 ქ. 10 მ.), ლილარდი (26 ქ.), მეტიუზი (15 ქ.), ბატუმი (8 ქ.), ლოპესი (8 ქ. 7 მ.); უილიამსი (13 ქ.), რობინსონი (4 ქ.), რაიტი (2 ქ.), ფრილენდი (2 ქ.), უოტსონი.

ინდიანა: ჯორჯი (43 ქ.), ჰიბერტი (16 ქ. 14 მ.), უესტი (12 ქ. 8 მ.), ჰილი (6 ქ. 11 პ.), სტივენსონი (2 ქ.); უოტსონი (10 ქ.), სკოლა (10 ქ.), ჯონსონი (3 ქ.), ჰილი, მაინმი.

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

1. ინდიანა 18      15      1      0      2 1760:1576      0.889
2. მაიამი 17 14 0 0 3 1777:1622 0.824
3. ვაშინგტონი     18 7 2 2 7 1783:1794 0.500
4. ტორონტო 16 6 0 2 8 1551:1558 0.375
5. ატლანტა 19 9 0 0 10      1876:1894 0.474
6. შარლოტი 18 8 0 0 10 1605:1653 0.444
7. ჩიკაგო 16 7 0 2 7 1513:1513 0.438
8. დეტროიტი 17 7 0 1 9 1687:1705 0.412
9. ბოსტონი 19 7 0 0 12 1767:1836 0.368
10. ორლანდო 17 6 0 1 10 1671:1715 0.353
11. ფილადელფია 18 4 2 1 11 1854:1981 0.333
12. კლივლენდი 17 3 2 0 12 1572:1714 0.294
13. ბრუკლინი 17 4 1 1 11 1628:1740 0.294
14. ნიუ იორკი 16 3 0 1 12 1485:1585 0.188
15. მილუოკი 16 3 0 2 11 1427:1580 0.188

 

დასავლეთ კონფერენცია

1. პორტლენდი 18      14      1      0      3 1884:1794      0.833
2. სან ანტონიო 18 15 0 0 3 1835:1658 0.833
3. ოკლაჰომა სიტი     15 10 2 0 3 1562:1488 0.800
4. კლიპერსი 18 11 1 0 6 1916:1833 0.667
5. ჰიუსტონი 19 12 1 1 5 2073:1958 0.684
6. დენვერი 16 10 0 0 6 1679:1642 0.625
7. დალასი 18 10 0 0 8 1881:1854 0.556
8. გოლდენ სტეიტი 18 10 0 2 6 1852:1792 0.556
9. ფინიქსი 17 9 0 1 7 1729:1695 0.529
10. ნიუ ორლეანი 17 8 1 0 8 1765:1732 0.529
11. მემფისი 16 6 2 0 8 1497:1535 0.500
12. ლეიკერსი 18 9 0 0 9 1819:1853 0.500
13. მინესოტა 19 8 1 0 10      2012:1935 0.474
14. საკრამენტო 15 4 0 1 10 1456:1513 0.267
15. იუტა 19 3 1 0 15 1738:1906 0.211
0.118488