ჩოგბურთი

16:09 | 26.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

კვირა ქართველთა გარეშე დასრულდება

მიმდინარე კვირაში დაგეგმილი საჩოგბურთო ტურნირები ქართველ გოგონათა გარეშე ჩამთავრდება. ოქსანა კალაშნიკოვა და მანანა შაფაქიძე, რომელიც კორტებს ყველაზე დიდხანს შემორჩნენ, ასპარეზობას ასევე გამოეთიშნენ.
რუსეთი დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში მე-5 ნომრად განთესილმა კალაშნიკოვამ რუს კსენია კულიკოვას სათანადო წინააღმდეგბა ვერ გაუწია და 4:6, 2:6 დამარცხდა.
მეოთხედფინალში შეწყდა მანანა შაფაქიძის წარმატებული სვლა. არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ ფუჯაირაჰის 10-ათასიან ტურნირზე მე-2 ნომრის მქონე მანანა შაფაქიძემ მეშვიდედ განთესილ ომანელ ფატმა ალ ნაბჰანისთან 4:6, 6:3, 6:7 (5:7) წააგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.179351