ფეხბურთი

1:11 | 11.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

კვიპროსის პლაჟის ფეხბურთის ასოციაციამ ქეცბაია "ოქროს ბუცით" დააჯილდოვა

 

ქალაქ ლარნაკაში თემურ ქეცბაია დააჯილდოვეს. მას "ოქროს ბუცი" გადაეცა კვიპროსის პლაჟის ფეხბურთის ასოციაციისგან – ამ ქვეყნის ფეხბურთში გაწეული წვლილისთვის. შეგახსენებთ, ქეცბაია პირველი მწვრთნელია, რომელმაც კვიპროსული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, შემდეგ კი ეს მიღწევა აპოელ-მაც გაიმეორა.

პლაჟის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტ სპიროს ნეოფიტიდისის განცხადებით, ქეცბაია ასოციაციის ოქროს წევრთა შორის შევა. ეს მეორე შემთხვევააა. პირველად კი ეს პატივი ყოფილ მეკარე  ანტონის ნიკოპოლიდისს ერგო.    

"გახარებული ვარ, რომ მაღიარეს. ეს ხალხი ზრუნავს ფეხბურთზე. სამწუხაროდ, ხშირად ნახავთ ხელმძღვანელებს, რომლებსაც ფეხბურთში მხოლოდ ტელევიზორში აქვთ ნანახი. სასიამოვნოა, რომ ფეხბურთზე შეყვარებულმა ადამიანებმა დამაფასეს" – თქვა ქეცბაიამ.

ნეოფიტიდისმა კი განაცხადა, ჩვენ 10 ქეცბაია რომ გვყავდეს, ფეხბურთში მართლაც კარგად გვექნებოდა საქმეო.

0.117612