ფეხბურთი

18:19 | 9.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

კვასხვაძე “ზესტაფონიდან” წავიდა

როინ კვასხვაძემ საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” დატოვა. იმერელთა აწ უკვე ყოფილი მეკარე კლუბის გულშემატკივრებს თავისი “ფეისბუქის” გვერდზე დაემშვიდობა და განვლილ პერიოდში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, რომელიც “ზესტაფონში” 2005 წლიდან გამოდიოდა.

ამჟამად, “ზესტაფონში” ორი მეკარე კახაბერ მეშველიანი და დავით კუპატაძე ირიცხება. როგორც “მსოფლიო სპორტისთვისაა” ცნობილი, დიდი შანსია ქვეყნის ორგზის ჩემპიონში კარიერა კიპერმა ომარ მიგინეიშვილმა გააგრძელოს, რომელმაც ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ნაწილი თბილისის “დინამოში” გაატარა და თამაში პრაქტიკულად არ უწევდა.

0.123105