სხვა

21:57 | 26.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

კვარცხლბეკი ამჯერადაც ქართველთა გარეშე დაკომპლექტდა

 

თბილისში მიმდინარე 23-წლამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე პირადი პირველობის ბოლო დღე გახლდათ და მედლები ვაჟთა რაპირასა და ქალთა ხმალში გათამაშდა.

ქალებში მედლამდე ცოტა დააკლდა თეოდორა კახიანს, რომელმაც მე-5 ადგილის დაკავება შესძლო. ქართველმა მოფარიკავემ მეოთხედფინალში გააღწია, სადაც მომავალ ჩემპიონ ალექსანდრა შატალოვასთან 9:15 წააგო. ვერცხლის მედალი იტალიელ რებეკა გარგანოს ერგო, ბრინჯაო კი უკრაინელმა ირინა შჩუკლამ და რუსმა ალინა მეშჩერიაკოვა დაისაკუთრეს.

ქალთა ხმალში საქართველოს კიდევ სამი მონაწილე ჰყავდა, რომელთაც მაღალი შედეგები ვერ აჩვენეს. მარიამ ფხაკაძე მე-19 გახლდათ, ქრისტინე ნოზაძე – მე-20, ხოლო ელენე ნანობაშვილი – 21-ე.

ვაჟთა რაპირაში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ლუკა ღაღანიძემ აჩვენა, რომელიც მე-13 იყო, არჩილ უგულავამ 33-ე შედეგი აჩვენა, სანდრო სიხარულიძემ – 35-ე, გიორგი გელაშვილმა კი – 36-ე.

ამ დისციპლინის ფინალში რუსმა ილია დეგტიარევმა პოლონელ პიოტრ იანდას სძლია, ხოლო კვარცხლბეკის მე-3 საფეხურზე კიდევ ერთი რუსი ტიმურ არსლანოვი და იტალიელი ფრანჩესკო ინგარიოლა შედგნენ.

27-28 ივნისს ევროპის პირველობაზე ჩემპიონები გუნდურ ტურნირებში გამოვლინდებიან.

0.119046