ფეხბურთი

11:00 | 17.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კვალიარელა კლუბს იცვლის, ქალაქს – არა

ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი ფაბიო კვალიარელა კარიერას “ტორინოში” განაგრძობს. იტალიური პრესის ცნობით, 31 წლის თავდამსხმელი კლუბს უახლოეს დღეებში გამოიცვლის.

“ტორინოს” ხელმძღვანელობას თანაქალაქელებთან სატრანსფერო საკითხები უკვე შეთანხმებული აქვს. კვალიარელას სანაცვლოდ, “იუვენტუსი” 3 მილიონ ევროს მიიღებს.

იტალიელი მეგოლე “ტორინოსთან” 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასის სახით, წელიწადში 1.3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

 

0.115108