ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი ფაბიო კვალიარელა გუნდს უახლოესი დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 30 წლის ფეხბურთელმა, ერთ-ერთ ვარჯიშზე, ბარძაყის ტრავმა მიიღო, რის გამოც, მას დაახლოებით 3 კვირა გაუცდება.
მიმდინარე სეზონში, კვალიარელამ 7 თამაში ჩატარა და 3 გოლი გაიტანა.