ყაზახეთის ქალაქ ალმატიში გრძელდება მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატი. რინგზე კიდევ 3 ქართველი სპორტსმენი ვიხილეთ, რომელთაგან წარმატებას მხოლოდ ერთმა მიაღწია.
ზაალ კვაჭატაძეს (69 კგ.) შრი ლანკელ ტარინდუ გედარასთან აშკარა უპირატესობა ჰქონდა და მისი გამარჯვება ეჭვქვეშ ერთხელაც არ დამდგარა. 20 ოქტომბერს, მე-2 წრეში ქართველი მოკრივე პირველ ნომრად განთესილ უელსელ ფრედი ევანსს გაეჯიბრება.
თავის მხრივ, გიორგი გოგატიშვილი (60 კგ.) პუერტო რიკოელ დანიელო დე ლა როსასთან დამარცხდა, ხოლო იაგო კიზირია (81 კგ.) გერმანელ სერგ მიხელს ვერ გაუმკლავდა.
17 ოქტომბერს რინგზე ავთანდილ ჭუბაბრია (56 კგ.) გავა, მეტოქედ კი იტალიელი იაჰინ პარინელო ეყოლება. 18-ში ლევან გულედანი (91 კგ.), რომელსაც 1 ბრძოლა უკვე მოგებული აქვს, იტალიელ კლემენტე რუსოს გაეჯიბრება.
ყველაზე გვიან, 19 ოქტომბერს, მსოფლიოს ჩემპიონატში ჯაბა ხოსიტაშვილი (75 კგ.) და მიხეილ ბახტიძე (+91 კგ.) ჩაებმებიან.
ხოსიტაშვილი ტაილანდელ ებჰისეტ ხანხოხრუეას და ეგვიპტელ ჰოსამ აბდინს შორის უმჯობესს გაეჯიბრება, ხოლო ბახტიძე