ფეხბურთი

16:12 | 21.04.2014 | ნანახია 1171 - ჯერ

კურტუას ნაცნობი "ჩელსი"

 მადრიდის "ატლეტიკოს" მეკარე ტიბო კურტუას თქმით, ლონდონის "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ფავორიტი იქნება.

"მსურს ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოვიგოთ, ამისთვის ჯერ "ჩელსის" დამარცხება მოგვიწევს, მაგრამ ეს რთული იქნება. რა თქმა უნდა, ლონდონური კლუბი ჩვენთან შეხვედრაში ფავორიტი იქნება, მაგრამ "ატლეტიკოს" “არისტოკრატებთან” თამაშის გამოცდილება აქვს. ვიმედოვნებ, 2012 წლის სუპერთასის მსგავსად ამჯერადაც გამარჯვებულები გამოვალთ. იმედია ფინალში ვითამაშებთ. მართალია "ბარსელონაც" ფავორიტი იყო ჩვენთან დაპირისპირებაში, მაგრამ მაინც ჩვენ გავიმარჯვეთ. "ჩელსის" წარმატებას ვუსურვებ პრემიერლიგაში, რადგან ჩემი მეორე კლუბია." _ განაცხადა FIFA.com-თან საუბრისას ბელგიელმა მეკარემ.

ტიბო კურტუამ მთავარ მწვრთნელზეც გააკეთა კომენტარი:

"წარმატებული თამაში უმეტესწილად დიეგო სიმეონეს დამსახურებაა. მან იცის როგორ მართოს გუნდი. იგი გვესაუბრა, გვითხრა თუ რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა ვითამაშოთ. უკვე ვიცით რომელ ფეხბურთელს რა როლს დააკისრებს."

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ევროპის სუპერთასზე მადრიდის "ატლეტიკომ" ლონდონის "ჩელსი" 4:1 დაამარცხა, მადრიდელთა კარს კი ტიბო კურტუა იცავდა.

გიორგი ბალახაძე 


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:37 | 21.04.2014
gagimarjos (433)

აბა თქვენ იცით!

20:37 | 21.04.2014
gagimarjos (433)

ქრისტე აღსდგა!გილოცავთ ყველას!გფარავდეთ უფალი!

17:43 | 21.04.2014
Davit Iosava (42)

ეყენათ ეს 2012 წლის სუპერთასისი ფინალში მაგრამ არაფერი გაუკეთებია ჩელისის სასარგბელოდ ის კიარა გაიგიჯა მთლად თავი

16:24 | 21.04.2014
emigranti77 (33455)

ეს ჩემი აზრით რაღქცა მიქარავს; საერთოდ რო არ დააყენონ ჯობია

0.131627