ბელგიის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ტიბო კურტუამ ლონდონის “ჩელსისთან” ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი – იუწყება “არისტოკრატების” ოფიციალური ვებგვერდი.
ახალგაზრდა კიპერი “სტემფორდ ბრიჯზე” 2019 წლამდე დარჩება. კონტრაქტის გაფორმების შემდგომ, კურტუა მცირე კომენტარით შემოიფარგლა.
“ბედნიერი ვარ ახალი კონტრაქტის გაფორმებით. ჩემთვის სასიამოვნოა, რომ აქ კიდევ ხუთი წელი დავრჩები. ჩემი უახლოესი მომავალი “ჩელსისთანაა” დაკავშირებული და ახლა მხოლოდ თამაშზე ვიქნები კონცენტრირებული”. – ციტირებს ბელგიელის სიტყვებს “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ “ჩელსის” კურტუა სამი სეზონი მადრიდის “ატლეტიკოში” ჰყავდა განათხოვრებული. ამ დროის განმალობაში, ტიბომ “როხიბლანკოს” კარი 154-ჯერ დაიცვა.
ირაკლი ალიმბარაშვილი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
reallyfootball.ucoz.com
ვეძებთ მწერლებს
ჩეხი წავა რა
არ უნდა წავიდეს ჩეხი. 5-6 წელი თავისუფლად ითამაშებს უმაღლეს დონეზე.
კურტუა ვერ ჯობია რა...
მათგან 1-1 სკამზე ცოდვაა.
+
არუნდა წავიდეს და ვერცჯობია კიმაგრამ სკამზე ხოარიჯდება
ამჯობინებენ ჯერჯერობით ამას ჩეხს და ამდონის მეკარე ძნელია ასე უთამაშებელი რომაა ამოვარდება ფორმიდან და კასილასი განმეორდება
მე მგონია რომ ჟოზე კონტრაქტის გასახანგრძლივებლად ათამაშებდა ტიბოს. ახლა თუ არა მომდევნო ტურში ჩეხს დააყენებს.
ჩემი უსაყვარლესი მეკარეა, შმეიხელსაც მირჩევნია. დარწმუნებული ვარ ჩეხსაც შეუძლია ეპოქა გააგრძელოს იქ სადაცაა. სხვა გუნდში არ უნდა წავიდეს რა
ვანდერა 35 წლის იყო მანიუმ რომ იყიდა და ეპოქა შექმნა მანჩესტერში
შეუძლია აბა არშეუძლიააა მაგრამ ამ ბოლო პერიოდში მოუ ძაან გადაეკიდა კიპერებს იმედია ეგ ჩანფიქრი იყო რა არგუმენტიც მოიყვანე რასაკვირველია ჩეხმა ამდენი გააკეთა გუნდისთვის და ღვაწლი დიდი აქ კლუბის წინაშე ძნელია ასე ერთი ხელის მოსმით სკამზე განამწესო მეტი სათამაშო დრო თუარმიეცა წავა და გავამართლებ მის ამსაქციელს საერთო არც იყო იმის აუცილებლობა რო კურტუა მოეყვანათ სასწრაფოდ რა 1 ან 2 წელი კიდე
დაჯდა მომდევნო ტურიდან ეს სკამზე