მადრიდის “ატლეტიკოს” გოლკიპერმა ტიბო კურტუამ, ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციაზე ლონდონის “ჩელსიში” შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, ესპანელ ჟურნალისტებთან ოფიციალური კომენტარი გააკეთა. ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკება მართლაც მიმდინარეობს. თავად კი, ლონდონელთა მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუსთან გასაუბრებას და თავისი პირობების წაყენებას გეგმავს.
“ჩემი აგენტი “ჩელსის” წარმომადგენლებთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ, მინდა მოურინიუს პირადად შევხვდე და ვუთხრა, რომ სათადარიგოთა სკამზე დასაჯდომად, ლონდონში არ ჩავალ. არასოდეს ვიტყვი, პეტრ ჩეხს ვჯობივარ მეთქი, მაგრამ მე ჩემი მოთხოვნა მაქვს”, – განაცხადა კურტუამ.
შეგახსენებთ, ბელგიელი მეკარე, სწორედ “ჩელსის” ეკუთვნის და “ატლეტიკოში” განათხოვრების წესით თამაშობს.