ფეხბურთი

16:11 | 19.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კურტუა "ჩელსის" აფრთხილებს

 

   მადრიდის "ატლეტიკოს" ბელგიელი მეკარის ტიბო კურტუას განცხადებით, თუ იგი ლონდონის "ჩელსიში" დაბრუნდება, პირველ ნომრად სურს თამაში. ბელგიელი მეკარისთვის სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მიუღებელია.

"ესპანეთის ჩემპიონობით ბედნიერი ვარ. ჯერჯერობით არ ვიცი შემდეგი სეზონისთვის რა მოხდება. სადაც არ უნდა გადავიდე სათამაშო დრო მინდა მქონდეს, ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. პიტერ ჩეხი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, მას დიდ პატივს ვცემ და ვნახოთ რას გადაწყვეტს ლონდონელთა ხელმძღვანელობა." _ განუცხადა The Guardian-ს კურტუამ.

22 წლის ახალგაზრდა მეკარე მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. კურტუამ აღნიშნა, რომ მისი წარმატებული თამაში "ატლეტიკოს" დამსახურებაა.

"როცა "ატლეტიკოს" სამი წლის წინ შევუერთდი, დარწმუნებული არ ვიყავი თუ ამდენი ხანი დავრჩებოდი. აქ ძალიან გავიზარდე. ჩვენ მოვიგეთ ევროპის ლიგა და სუპერთასი, აგრეთვე ესპანეთის ჩემპიონები გავხდით და თასიც მოვიპოვეთ. ასეთ მიღწევებს ვერც კი ვიფიქრებდი."

გიორგი ბალახაძე

0.131565