სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს “საუთჰემპტონმა” მნიშვნელოვანი ტრანსფერები განახორციელა. ალდერვეირელდის გარდა “რედ ბულ ზალცბურგიდან” 10 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ 22 წლის სენეგალელი სადიო მანე დაიმატეს.
აფრიკელმა ნახევარმცველმა ბოლო ორი სეზონი ავსტრიულ კლუბში დაჰყო და მისი ამპლუიდან გამომდინარე ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. ზალცბურგელთა რიგებში ჩატარებულ 87 მატჩში მის ანგარიშზე 45 გოლი და 32 საგოლე გადაცემაა.
რონალდ კუმანმა ხსენებული ფეხბურთელების გარდა გრაციანო პელე, დუშან ტადიჩი, რაიან ბერტრანი, ფლორინ გარდოსი, შეინ ლონგი, ფრეიზერ ფორსტერი და საფირ ტეიდერი დაიმატა, თუმცა ეს უკანასკნელი “ინტერის” საკუთრებაა და მალევე “სასუოლოს” არენდის წესით შეუერთდა.
დიმა შარიქაძე