“ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის ფორვარდი ისააკ კუენკა უახლოეს სატრანსფერო სეზონზე კატალონიურ კლუბს არ დატოვებს. ფეხბურთელის შესაძლო წასვლის თაობაზე ესპანური გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია BarcelonaFl-ის ტვიტერზე უარყვეს.
22 წლის ფეხბურთელის შეძენა “ტოტენჰემსა” და “ვალენსიას” სურთ, მაგრამ როგორც ჩანს, საწადელს მინიმუმ ზაფხულამდე ვერ აისრულებენ. კუენკასა და “ბარსელონას” მოქმედ კონტრაქტს კი ვადა 2015 წელს ეწურება.