კატალონიის “ბარსელონას” გარემარბი ისააკ კუენკა, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი ამსტერდამის “აიაქსში” იჯარით თამაშობდა, ლაზარეთში რამდენიმე თვეს გაატარებს. ამის შესახებ “ბლაუგრანას” ოფიციალური საიტი იუწყება.
საქმე ისაა, რომ 22 წლის ესპანელს მუხლზე განმეორებითი ოპერაცია დასჭირდა. ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა. კატალონიელი ექიმების თქმით, კუენკა 3-4 თვე თამაშს ვერ შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ კუენკას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები “აიაქსშიც” აწუხებდა, რის გამოც, ამსტერდამელთა მაისური მხოლოდ 3-ჯერ მოირგო.