ფეხბურთი

15:16 | 10.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კუცკა ტრავმირებულია

 

იტალიური “ჯენოასა’’ და სლოვაკეთის ნაკრების ნახევარმცველი იურაი კუცკა ტრავმირებულია. მას ჯვარედინი იოგები აქვს გაწყვეტილი და 6 თვის განმავლობაში მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

ფეხბურთელმა ტრავმა გასულ კვირას გამართულ შეხვედრაში მიიღო. მისი გუნდი კუნძულ სარდინიის “სანტ ელიაზე’’ “კალიარის” სტუმრობდა. “ჯენოა’’ მინიმალური სხვაობით ამარცხებდა მასპინძელთა კლუბს, როცა გასპერინიმ იძულებითი ცვლილება განახორციელა და კუცკა მოედნიდან გაიყვანა. საბოლოოდ გამარჯვება “კალიარის’’ დარჩა (2:1), ხოლო მატჩის შემდგომ ფეხბურთელის ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა ექიმ პიერპაოლო მარიანის ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო.

გავრცელებული ინფორმაციით კუცკას მიმართ დაინტერესებას ,,მილანი’’ გამოთქვამდა და იანვრის თვეში იტალიური გრანდი სლოვაკი ფეხბურთელის შეძენას აუცილებლად შეეცდებოდა.

26 წლის კუცკა 2011 წლიდან ასპარეზობს “ჯენოაში’’. ერთი სეზონის განმავლობაში მისი თანაგუნდელი კახა კალაძე გახლდათ. მანამდე სლოვაკი პრაღის “სპარტას’’ ღირსებას იცავდა. ამ სეზონში კუცკას ანგარიშზე სერია A-ში 11 ჩატარებულ შეხვედრაში გატანილი ორი გოლია. მათგან ერთი რომის “ლაციოს’’ სტუმრად სტადიო “ოლიმპიკოზე’’ გაუტანა.

დიმიტრი შარიქაძე


 

0.163567