ძიუდო

22:31 | 13.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

კუციამ და ლორიაშვილმა ბრინჯაოები მოიპოვეს

საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატი 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. სამდღიანი ტურნირის დასკვნით დღეს საქმეში მამაკაცთა ნაკრების სამი წევრი ჩაერთო. მათგან სამეულს მიღმა მხოლოდ 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით სვიმონიშვილი დარჩა.
82 კილოგრამში საქართველოს სახელით ნიკოლოზ კუციამ იჭიდავა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა. ასეთივე შედეგით აღნიშნა ახალ სახეობასა და ახალ წონაში დებიუტი ძიუდოისტთა ნაკრების კანდიდატმა დავით ლორიაშვილმა.
კუციას და ლორიაშვილის გაპრიზიორებამდე მსოფლიოს პირველობაზე მედლები ავთანდილ ცინცაძემ (52 კგ), უშანგი კუზანაშვილმა (57 კგ) და ლევან ჟორჟოლიანმა (100 კგ) მოიპოვეს. ცინცაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო კუზანაშვილი და ჟორჟოლიანი ფინალში დამარცხდნენ.
ვილნიუსში ქართული ქალთა სამბოსთვის ისტორიული შედეგიც დაფიქსირდა. აქამდე, მსოფლიოს ჩემპიონატებზე ქართველ ქალებს არც ერთი მედალი არ ჰქონდათ. ანგარიში ნინო ოძელაშვილმა (72 კგ) გახსნა, ბრინჯაოს მედლით.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091992