ავტოსპორტი

20:54 | 11.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

კუბიცას მეოთხე ოპერაციას გაუკეთებენ

 

მართალია, ექიმები გაოცებულნი არიან იმით, თუ რაოდენ სწრაფად მიმდინარეობს რალის რბოლაში ძლიერად დაშავებული პოლონელი რობერტ კუბიცას გამოჯანმრთელების პროცესი, თუმცა მათ მაინც გადაწყვიტეს, რომ „ლოტუს რენოს“ პილოტს მეოთხე ოპერაცია გაულეთონ.

„ლოტუს რენოს“ ექიმმა, რიკარდო ჩეკარელიმ ახლახანს განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, გაუკეთებენ თუ არა მისი გუნდის პილოტს კიდევ ერთ ოპერაციას. მაგრამ, როგორც ჩანს, ამის აუცილებლობა არსებობს, თუმცა იტალიელმა ექიმებმა ისიც განაცხადეს, რომ მორიგი ქირურგიული ჩარევა, მრბოლის ჯანმრთელობის გაუარესების გამო არ დაინიშნა. იტალიელმა პროფესორმა, ლუიჯი ჩელიმ განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანი, დაზიანებული იდაყვის ქმედუნარიანობის საბოლოო აღდგენაა.

კუბიცას უკვე სამი ოპერაცია გაუკეთესი, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი იყო. ამ ოპერაციამ პოლონელი პილოტი მარჯვენა მკლავის ამპუტაციისგან გადაარჩინა. მეორე და მესამე ოპერაციისას, მისი მკლავის ძვლების კორექცია მოხდა. ახლა კი, ჯერი იდაყვზე მიდგა. სხვათა შორის, ბოლო 2 ოპერაცია 8-8 საათს გრძელდებოდა.

შეძლებს თუ არა კუბიცა სრულად გამოჯანმრთელებას, ამ კითხვაზე ექიმებს ჯერ პასუხი არ აქვთ. ისინი ამბობენ, რომ პირველ რიგში, საჭიროა, რომ მისი ხელის ყველა ნაწილმა სრული ქმედუნარიანობა აღიდგინოს. ჩეკარელი ამბობს, რომ ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, თუ რა დრო დასჭირდება მრბოლის გამოჯანმრთელებას. ყველაფერი კვლავ კუბიცას ორგანიზმზე იქნება დამოკიდებული.

 

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://formula1ge.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094993