ავტოსპორტი

3:52 | 30.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

კუბიცა გადაწყვეტილებას 6 კვირაში მიიღებს

 

მისცემს, თუ არა  ჯანმრთელობა რობრტ კუბიცას ფორმულა ერთში დაბრუნების საშუალებას   ის თავის გუნდ ”რენოს” ხელმძღვანელობას 6 კვირაში შეატყობინებს. ამის შესახებ, პოლონელი პილოტის მენეჯერმა დანიელე მორელიმ განაცხადა.

”რენოს” შეფმა ერიკ ბულიემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ნოემბრის დასაწყისამდე მოითმენს და თუ კუბიცას საკითხი გარკვეული არ იქნება, მისი შემცვლელის სასწრაფოდ შერჩევა მოუწევს. მას მიაჩნია, რომ უფრო გვიან, ტოპ პილოტის მოძებნა ძნელი იქნება.

”ამჟამად რობერტი მარჯვენა იდაყვს ავარჯიშებს. ძაბავს და ხრის მას. მალე მის გრეხით ვარჯიშებსაც შეუდგება. ხელი სულ უფრო უკეთ აქვს. მას თავისუფლად ამოძრავებს და  მთავარი ესაა. ჯერ ძალა აკლია, თუმცა ამის გამოსწორება დროის ამბავია”, - ”გაზეტა დელო სპორტთან” საუბრისას განაცხადა მორელიმ.

”მე ხშირად ველაპარაკები ბულიეს. ის დროულად მიიღებს პასუხს. უარყოფითს, ან დადებითს, მაგრამ აუცილებლად მიიღებს. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, პასუხი დადებითი იქნება”, - დასძენს მენეჯერი.

ბულიე ხშირად იმეორებს, რომ ძალიან უნდა, თავის გუნდში კუბიცა კვლავ იხილოს, მაგრამ თუ დაბრუნების პროცესი გაჭიანურდა, ეს გუნდის ინტერესებს დააზარალებს, რისი დაშვებაც არ შეუძლია.

”ამ სეზონში კუბიცაზე დიდ იმედებს ვამყარებდით. ახლა კი იმის იმედი გვაქვს, რომ მომავალი სეზონისთვის მაინც დაგვიბრუნდება. ძალიან გვინდა, რომ ასე მოხდეს.  მისი მხრიდან ჯერ ყველაფერი გარკვეული არაა. მაგრამ დიდხანს მოცდა არ შეგვიძლია, რადგან ასე გუნდის ინტერესებს დავაზარალებთ, ეს კი დაუშვებელია”, - ამბობს ბულიე.

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://autopanoramaf1.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094711