იტალიური “ფიორენტინას” წარმომადგენელმა, დანიელე პრადემ განაცხადა, რომ მისი გუნდის მარჯვენა ნახევარმცველი ხუან გილერმო კუადრადო ფლორენციულ კლუბში დარჩება.
ამჟამად, 24 წლის ფეხბურთელი “უდინეზეს” საკუთრებაა და ის “ფიორენტინაში” არენდის წესით თამაშობს, თუმცა ფლორენციელებს მისი გამოსყიდვის უფლება აქვთ. ცოტა ხნის წინათ, ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ მის კლიენტს “ფიორენტინაში” დარჩენა სურს და როგორც აღმოჩნდა, ეს სურვილი ორმხრივია.
“კუადრადო ჩვენთან დარჩება. “ფიორენტინას” მისი სატრანსფერო უფლებების ნახევრის ივნისის ბოლოს გამოსყიდვის უფლება აქვს.” – ციტირებს პრადეს სიტყვებს “ფიორენტინას” ოფიციალური ვებგვერდი.
მიმდინარე სეზონში, “ფიორენტინას” მაისურით ჩატარებულ 30 მატჩში, კუადრადომ თავი 1 გოლითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.