ამსტერდამის “აიაქსის” მმართველი საბჭო კლუბის დირექტორების გადადგომას მოითხოვს, რომელთა შორის იოჰან კრუიფიცაა, - იუწყება სააგენტო AP.
ამის მიზეზი ამსტერდამელთა აღმასრულებელ დირექტორად ლუის ვან გალის დანიშვნა გახდა. მმართველი საბჭოს თავჯდომარემ რობ ბინმა განაცხადა, რომ დათხოვნილებიდან ჰოლანდიის ჩემპიონის შტაბში სამუშაოსაც ვერცერთი შეინარჩუნებს. თუმცა, მან ხაზი გაუსვა, რომ კრუიფის მიერ დაწყებული რეფორმა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდას უკავშირდება, კვლავ გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებული ვან გალი “აიაქსის” აღმასრულებელ დირექტორად ცოტა ხნის წინ დანიშნეს.







