“ბარსელონას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან საუბრისას კატალონიური კლუბის ჩილელი ფორვარდის, ალექსის სანჩესის მისამართით ქების სიტყვები არ დაიშურა.
“ამ ფეხბურთელს ძალიან ბევრს აკრიტიკებენ. ხშირად მომისმენია და წამიკითხავს, რომ სანჩესი “ბარსელონას” დონის ფეხბურთელი არაა, მაგრამ ამ მოსაზრებას არასოდეს ვიზიარებდი. ვინც კატალონიური კლუბის “მალიორკასთან” თამაში ნახა, ყველა დამეთანხმება, რომ ჩილელი თავდამსხმელი “ბარსელონასთვის” უმნიშვნელოვანესი შენაძენია”, – განაცხადა კრუიფმა.