ფეხბურთი

19:45 | 4.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

კრუიფი: “როსელი, გაპრეზიდენტებამდე, არაფერს წარმოადგენდა”

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი იოჰან კრუიფი თავისი ყოფილი კლუბის, “ბარსელონას” პრეზიდენტს, სანდრო როსელს აკრიტიკებს.

როგორც ცნობილია, სანამ როსელი “ბარსას” სათავეში ჩაუდგებოდა, კატალონიური კლუბი კრუიფის საქველმოქმედო ფონდს ფინანსურ დახმარებას უწევდა, ხოლო 2010 წელს ეს დახმარება შეწყდა.

“ყველა დოკუმენტი მზადაა, მხოლოდ პრეზიდენტის თანხმობაა დარჩენილი, თუმცა ის ხელის მოწერაზე უარს ამბობს.

სასამართლოს რომ მივმართო, “ბარსელონა” სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება. რა თქმა უნდა, საქმის აქამდე მიყვანა არ მინდა, მაგრამ ახლა, შესაძლოა, საქმე პირად დაპირისპირებამდე მივიდეს.

როდესაც როსელი “ბარსელონას” პრეზიდენტობას აპირებდა, ის არაფერს წამოადგენდა. 3 წლის განმავლობაში, ის ჩირქს მცხებდა და ჩემს წინააღმდეგ ილაშქრებდა.

ვფიქრობ, არაა სწორი იმ ადამიანებზე საუბარი, რომლებსაც კარგად არ იცნობ. პრეზიდენტად არჩევიდან ერთ თვეში, როსელმა შეხვედრა და რამდენიმე საკითხის განხილვა მთხოვა. მაშინ მას განვუცხადეს, რომ მისი ნახვა არ მსურდა.” – ციტირებს კრუიფის სიტყვებს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ რომ ხუან ლაპორტას პრეზიდენტობის დროს, კრუიფი “ბარსას” საპატიო პრეზიდენტი იყო, მაგრამ სანდრო როსელმა ჰოლანდიელს ეს წოდება ჩამოართვა.

0.112454