ფეხბურთი

17:18 | 13.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

კრუიფი: “ნეიმარი საკუთარი მენეჯერის ინტერესებისა და კლუბის ფულის მსხვერპლია”

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა, იოჰან კრუიფმა ჟურნალისტებთან ნეიმარის შესახებ ისაუბრა: “ერთხელ ნეიმარზე რაღაც ვთქვი და შემდეგ მისაყვედურეს – აკრიტიკებო. თითქოს ბრაზილიელია ყველაფერში დამნაშავეო. ის დამნაშავე კი არა მსხვერპლია. რთულია გუნდის ამბები გააანალიზო, თუ არ იცი გასახდელში რა ხდება. ნეიმარი საკუთარი მენეჯერისა და კლუბის ფულის მსხვერპლია,” – ციტირებს კრუიფის სიტყვებს Sport.es.

შეგახსენებთ, რომ უვე კარგა ხანია ნეიმარის “სანტოსიდან” “ბარსელონაში” ტრანსფერის გარშემო დავა მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ ამ გარიგებისას დაახლოებით 40 მილიონი ევრო არამიზნობრივად დაიხარჯა.

0.101215