კალათბურთი

14:27 | 9.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კროუფორდი საუკეთესო სათადარიგოდ ოფიციალურად აღიარეს

ჯამალ კროუფორდი ნბა-ს 2013-14 წლების სეზონის საუკეთესო სათადარიგო კალათბურთელად ოფიციალურად აღიარეს. “ლოს ანჟელეს კლიპერსის” მცველი “საუკეთესო მე-6 მოთამაშის” ტიტულის მფლობელი კარიერაში მეორედ გახდა და ამით, კევინ მაკჰეილის, რიკი პირსის და დეტლეფ შრემპფის შედეგი გაიმეორა.

კროუფორდმა სეზონის განმავლობაში 69 მატჩი ჩაატარა და აქედან 45-ში მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შედიოდა. ჯამალის საშუალო მონაგარი 18.6 ქულა, 2.3 მოხსნა, 3.2 პასი და 0.9 ჩაჭრა გახლდათ.

125-დან 57-მა ჟურნალისტმა პირველი ადგილი სწორედ კროუფორდს მიანიჭა, ჯამში კი კლიპერსელმა 421 ქულა მიიღო. მე-2 ადგილზე “ჩიკაფოს” ფორვარდი ტაჯ გიბსონი (395) გავიდა, რომელსაც 49 პირველი პოზიცია ერგო.

0.117898