კალათბურთი

16:10 | 10.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კროუფორდი და ოლდრიჯი კვირის მოთამაშეებად აღიარეს

ბოსტონ სელტიქსის” მცველი ჯორდან კროუფორდი და “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის” ფორვარდი ლამარკუს ოლდრიჯი ნბა-ს გასული კვირის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

კროუფორდის დახმარებით “სელტიქსმა” კვირის სამივე მატჩი მოიგო, თავად კალათბურთელი კი საშუალოდ 23.3 ქულას, 3.0 მოხსნას და 6.7 პასს აგროვებდა. “ბლეიზერსმა” 4-დან სამ შეხვედრაში იმარჯვა, ხოლო ოლდრიჯის საშუალო მონაგარი 26.3 ქულა, 12.8 მოხსნა და 4.5 პასი იყო.

კვირის მოთამაშეობაზე პრეტენზიას დირკ ნოვიცკი (“დალასი”), ანდრე დრამონდი და ბრენდონ ჯენინგსი (ორივე – “დეტროიტი”), სტივენ კარი (“გოლდენ სტეიტი”), პოლ ჯორჯი (“ინდიანა”) და კევინ დიურანტი (“ოკლაჰომა სიტი”) აცხადებდნენ.

0.123157