ფეხბურთი

13:51 | 8.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

კროოსს არ ეშვებიან

 

ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" გერმანიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველ ტონი კროოსით დაინტერესდა. სავარაუდოდ, ტრანსფერს ხელს “მანჩესტერ იუნაიტედი" შეუშლის, რომელიც ფეხბურთელის შესაძენად ყველაზე ახლოსაა.

როგორც ირკვევა, "წითელმა ეშმაკებმა" გერმანელ ფეხბურთელს წელიწადში 16 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაც მის მიუნხენურ კლუბში დანიშნულ ანაზღაურებაზე გაცილებით დიდია. მადრიდელები კი ამხელა თანხის გადახდას არ აპირებენ.

თავად ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ "ბაიერნში" რჩება და "მანჩესტერში" მისი ტრანსფერი მხოლოდ სპეკულაციაა. როგორც ჩანს მანჩესტერული გრანდი ფეხბურთელს ჯერ კიდევ ვერ ეშვება.

ტონი კროოსს "რეკორდმაისტერესთან" კონტრაქტი 2015 წელს ეწურება და კლუბისგან ახალ შეთავაზებას ელის. გასულ სეზონში 24 წლის ფეხბურთელმა 51 მატჩში 4 გოლი გაიტანა და პირად აქტივს 9 საგოლე გადაცემაც შემატა.

 

გიორგი ბალახაძე

0.117632