მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ტონი კროოსი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის წილისყრით უკმაყოფილოა. მისი თქმით, “იუვენტუსზე” ცუდი მხოლოდ “ბარსელონასთან” შეხვედრა იქნებოდა.
“ჯგუფურ ეტაპზე, “იუვენტუსმა” გათამაშებას ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი ლონდონის “ჩელსი” გამოთიშა. ვფიქრობ, ამაზე ცუდი ვარიანტი მხოლოდ “ბარსელონასთან” შეხვედრა იქნებოდა.
ორივე მატჩში 100%-ით უნდა დავიხარჯოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნახევარფინალს მიღმა დავრჩებით. ოპტიმალური ვარიანტი პირველი თამაშის მშრალად მოგება იქნებოდა.” – ავრცელებს კროოსის სიტყვებს “ბაიერნის” ოფიციალური ვებგვერდი.