მიუნხენის “ბაიერნის” 24 წლის ნახევარმცველი ტონი კროოსი ადასტურებს, რომ მისი შეძენით “მანჩესტერ იუნაიტედია” დაინტერესებული.
ტონი კროოსს “ბაიერნთან” კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ. ამის პარალელურად, ვრცელდება ინფორაცია, რომ გერმანელ შუახაზელს “მანჩესტერი” იწვევს.
“მანჩესტერის” მხრიდან დაინტერესებას ვერ უარვყოფ.
“ბაიერნთან” კონტრაქტი კიდევ წელიწადნახევრით მაკავშირებს. ამ ეტაპზე, მის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და კონცენტრირებული მხოლოდ სეზონის დარჩენილი ნაწილის წარმატებით ჩატარებაზე ვარ.” – ციტირებს კროოსის სიტყვებს Kicker-ი.