ფეხბურთი

14:55 | 23.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი "ბაიერნში" რჩება

 

გერმანიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი ტონი კროოსი “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეთანხმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ გერმანულ კლუბში რჩება.

ბრიტანული მედიის მიერ ხუთშაბათს გავრცელებული ცნობით, "იუნაიტედი" კროოსს შეუთანხმდა და ნახევარმცველის ტრანსფერში 20 მილიონ გირვანქას გადაიხდიდა.

"შემდეგ სეზონში მიუნხენის "ბაიერნში" თამაშს ვაპირებ. ჩემი "მანჩესტერში" გადასვლა მხოლოდ სპეკულაციაა. ამჟამად მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარ ფოკუსირებული,” - განუცხადა გერმანულ Bild-ს კროოსმა.

ტონი კროოსს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2015 წელს ეწურება და კლუბისგან ახალ შეთავაზებას ელოდება.

გერმანელ ნახევარმცველთან დაკავშირებით მას შემდეგ აგორდა ჭორები, რაც “მანჩესტერ იუნაიტედმა” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ლუის ვან გაალი მიიწვია.

გიორგი ბალახაძე

0.11545