ფეხბურთი

15:26 | 9.04.2014 | ნანახია 0 - ჯერ

კროოსი “ბაიერნში” დარჩება

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველის – ტონი კროოსის აგენტმა ფოლკერ შტრუტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი კლუბის შეცვლას არ გეგმავს. გერმანელი “ალიანს არენაზე”, სულ ცოტა, მომდევნო სეზონს ჩაატარებს.

“დიდი ხანია, კროოსის გარშემო ხმები ვრცელდება, მაგრამ მათზე კომენტარს არ გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, კროოსი “ბაიერნში” 2015 წლის ივნისამდე მაინც დარჩება”, - განუცხადა შტრუტმა გერმანულ მედიას.

შეგახსენებთ, რომ კროოსს მიუნხენელებთან კონტრაქტი სწორედ 2015 წელს ეწურება. ჯერჯერობით, მხარეები მის გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან.

 


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:54 | 28.01.2015
pupone10 (1042)

ამის საჭიროებას რომაში ვერ ვხედავ. ცენტრფორვარდი გვჭირდება. კავანი, ჯეკო, მანძუკიჩი, ლუიზ ადრიანო ან ვინმე. ვინგერები ისედაც ბევრი გვყავს.

13:46 | 28.01.2015
ioska123 (1425)

ეს დღემდე რატო არავინ წაიყვანა მიკვირს... კარგი ბიჭია

0.072809