ფეხბურთი

13:10 | 3.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი “ბაიერნს” ორი თვით გამოაკლდა

მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ტონი კროოსი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ტურინის “იუვენტუსთან” მატჩისას მიღებული ტრავმის გამო დაახლოებით ორი თვე ვეღარ ითამაშებს. 23 წლის ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა და შედეგად, “იუვენტუსთან” საპასუხო შეხვედრასაც გამოტოვებს და ლიგის ნახევარფინალურ მატჩებსაც, თუკი ბავარიელები ტურინელებს ჩამოიშორებენ.

“სერიოზული დანაკლისია. სწორედ უახლოეს ორ თვეში წყდება ყველა უმნიშვნელოვანესი ტურნირის ბედი და ასეთ დროს კროოსის დარი მოთამაშის დაკარგვა ძალიან მძიმე დარტყმაა გუნდისთვის”, – უთხრა “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემას.

 

 

0.112205