ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იტალიური ,,მილანის’’ 18 წლის ნახევარმცველმა ბრაიან კრისტანტემ შესაძლოა კლუბი დატოვოს. ამ ინფორმაციას ,,ფუტბოლ-იტალია’’ ავრცელებს.
ფეხბურთელის აგენტის თქმით, კრისტანეს საქმეები იტალიურ გრანდში კარგად არ მისდის და სავსებით შესაძლებელია ფეხბურთელმა იანვრის თვეში ახალი გუნდის მაისური მოირგოს.
გავრცელებული ინფორმაციით, კრისტანტე “პარმას’’, “ჯენოასა’’ და მადრიდის ”ატლეტიკოს’’ ინტერესის არეალში მოექცა. განსაკუთრებით ეს უკანასკნელი აქტიურობს და დიდი შანსია სწორედ ესპანეთს მიაშუროს ბრაიანმა.
ამ სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მასიმილიანო ალეგრიმ “კიევოსთან’’ შეხვედრაში მატჩის მიწურულს კაკას ნაცვლად შეუშვა მინდორზე.
ბრაიან კრისტანტე იტალიის 19 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია, გამოდიოდა იტალიის 16, 17 და 18 წლამდე ნაკრებთა რიგებშიც.
იგი 2009 წლიდან ირიცხებობდა “მილანის” ახალგაზრდულ გუნდებში, თუმცა პირველ გუნდში დამკვირდება ვერ მოახერხა.
დიმიტრი შარიქაძე