ინგლისის პრემიერლიგის აუტსაიდერ “კრისტალ პალასის” მთავარმა მწვრთნელმა იან ჰოლოვეიმ და კლუბის ხელმძღვანელობამ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს და ახლა ლონდონური გუნდი სასწრაფო წესით ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს.
BBC-ის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ არჩევანი ტონი პიულისზე შეაჩერა, რომელიც “სტოკ სიტიში” მუშაობითაა ცნობილი. “კრისტალ პალასის” ინტერესი იმან განაპირობა, რომ პიულისის გაწვრთნილი გუნდები ქვედა დივიზიონში არასდროს გავარდნილან.
“პიულისის კანდიდატურას აქტიურად განვიხილავთ. ის ამჟამად უმუშევარია” - განაცხადა “კრისტალ პალასის” ხელმძღვანელმა სტივ პერიშმა.
პრემიერლიგაში ჩატარებული რვა თამაშის შემდეგ, გუნდს მხოლოდ 3 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა.