ფეხბურთი

13:39 | 20.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ: “კითხვებზე პასუხს მოედანზე ვცემ”

პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი ოფის საპასუხო მატჩში შვედეთის ნაკრებთან ჰეთ თრიქი შეასრულა, განაცხადა რომ უბრალოდ თავისი სამუშაოს შესრულებას ცდილობს.

“მუდმივად ვიღაცას რაღაცას ვუმტკიცებ. განვლილი მატჩი, ჩემი ბოლო წლების შედეგია. სეზონში 40-50 გოლის გატანა, ჩემზე როგორც მოთამაშეზე მეტყველებს. საუკეთესო ვარ თუ არა მსოფლიოში? ამით შეპყრობილი არ ვარ. უბრალოდ, ვციდლობ ჩემი საქმე როგორც კლუბში, ასევე, ნაკრებში გავაკეთო. კითხვებზე პასუხს კი მოედანზე ვცემ” – იუწყება რონალდუს სიტყვებს RTP.

პორტუგალიამ პირველი მატჩი შინ 1:0 მოიგო, ხოლო საპასუხოში შვედებს 3:2 აჯობა. ორივე შეხვედრაში პორტუგალიელთა მხრიდან ოთხივე გოლი რონალდუმ გაიტანა. შვედთაგან თავი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გამოიჩინა. რონალდუ ნაკრების შემადგენლობაში გატანილი გოლების რაოდენობით პედრო პაულეტას გაუთანაბრდა. ორივემ მეტოქეთა კარი 47-47-ჯერ აიღეს. თუმცა, პაულეტას ამისთვის 88 მატჩი დასჭირდა, ხოლო რონალდუს – 110. 

0.127292