ფეხბურთი

13:55 | 13.10.2013 | ნანახია NaN - ჯერ

კრის კოულმენი: ,,ბელგია მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტია’’

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა, ბელგიის ნაკრებთან სამშაბათს გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. ,,სკაი სპორტისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში, კოულმენმნა მარკ ვილმოტსის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტად შერაცხა.

,,ბელგიის ნაკრებს გასულ წელს შევხვდით. მაშინ ეს გუნდი ფიფას რეიტინგში მეორმოცე ადგილზე იყო, ამჟამად მეექვსეზე იმყოფება. წინსვლა საგრძნობია. ვფიქრობ, მათ აქვთ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შანსი - ბელგიის ნაკრების ფეხბურთელთა უდიდესი პოტენციალი, ამის თქმის საშუალებას მაძლევს. ასე რომ, სამშაბათს ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოგვიწევს’’, - განაცხადა უელსელმა.

მწვრთნელმა ასევე ისაუბრა საკუთარი გუნდის ფეხბურთელებზე და მათგან გუნდის კაპიტანი აარონ რემსი გამოარჩია.

,,რემსი მაკედონიასთან შეხვედრაში საუკეთესო იყო, სამაგალითოდ ითამაშა. იმედი მაქვს, ასეთივე შეფასებას დაიმსახურებს ბელგიაში გასამართი შეხვედრის შემდეგ’’, – დაასრულა კოულმენმა.

დიმიტრი შარიქაძე

 


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:58 | 01.03.2017
Buratino (3505)

კაშო მიდი, მიაწექი! რთული თამაში გელით ამაღამ, მაგრამ უნდა შეძლოთ სპარტას ძლევა. აი მერე ალბათ შედგება ფინალში "ალკმაართან" ეგრეთ წოდებული "შეხვედრა წარსულთან" (უფრო სწორად ჯონ ვან დე ბრომთან) სადაც უნდა აიხდინო შენი ოცნება!

11:05 | 01.03.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მიდი ბოლომდე მიაწექი რეალური შანსია მოგების

08:35 | 01.03.2017
ogafa (10230)

წარმატებები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069865
სარეკლამო ადგილი - 99
X x X