თამაშგარე

11:18 | 1.03.2013 | ნანახია 582 - ჯერ

კრის ჯონსონის თვალის ჩაკვრა სასწაულს ახდენს

ამერიკული ფეხბურთის, გუნდ “ტენეს-ტიტანს”-ის უკანახაზელი, კრის ჯონსონი მოედნის გარეთაც ძალიან ცქვიტია. 26 თებერვალს ღამით კლუბში წავიდა, გოგონების “ხროვა” გამოიყვანა და 27-ში დილით უკვე “ჰოთ-დოგების” ჯიხურთან იდგა მათთან ერთად. ამ ყველაფრის მოსაწყობად მას მხოლოდ ერთი თვალის ჩაკვრა დასჭირდა.
ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბში, სადაც საკმაოდ მკაცრი “დრეს-კოდია”,  სპორტსმენი ნახევრად “ჩახდილი” შარვლით მივიდა და შესვლაც არ გასჭირვებია, ის ხომ ვარსკვლავია, ეს კი მისი სტილია.
ჯონსონს გოგონებთან ზედმეტი ლაპარაკი არ დასჭირვებია, ისინი ქუჩის ჯიხურის “ჰოთ-დოგითაც” დაკმაყოფილდნენ. მათთვის ყველაზე მომხიბლავი, ის ფაქტი იყო, რომ მეორე დღეს პრესაში ვარსკვლავთან ერთად დაიბეჭდებოდა მათი ფოტოები. ალბათ, ამიტომ არ გამოირჩეოდნენ დიდი პრეტენზიულობით.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.231575