ფეხბურთი

23:32 | 13.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კრესპომ "პარმას" ახალგაზრდული ჩაიბარა

 

    არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ერნან კრესპომ "პარმას" ახალგაზრდული გუნდი ჩაიბარა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი "პარმას" საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. იტალიელებმა სამხრეთ ამერიკელს გარჯა დაუფასეს და ახალგაზრდული გუნდი ჩააბარეს. კრესპოს პრეზენტაცია ოთხშაბათს მოხდება, ორშაბათს კი გუნდის გაწვრთნას შეუდგება.

შეგახსენებთ, რომ ერნან კრესპომ "პარმაში" 183 მატჩი ჩაატარა და 86 გოლი გაიტანა. არგენტინელმა საფეხბურთო კარიერა 2012 წელს დაასრულა.

გიორგი ბალახაძე

0.137872