სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” სერბი ნახევარმცველი მილოშ კრასიჩი ამიერიდან ფრანგული “ბასტიას” ღირსებას დაიცავს.
სერბეთის ეროვნული ნაკრების 28 წლის ფეხბურთელი თურქულ გრანდში 2012 წელს ტურინის “იუვენტუსიდან” გადავიდა, მაგრამ სტამბოლელების შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა და არაერთხელ გამოთქვა გუნდის დატოვების სურვილი.
როგორც იქნა, მისი მოთხოვნა შესმენილი იქნა და კორსიკული კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, გუშინ საღამოს კრასიჩმა “ბასტიასთან” ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და საფრანგეთის ლიგა 1-ში იჯარით ერთ წელიწადს გაატარებს.
აღსანიშნავია, რომ მილოშის მიმართ დაინტერესებას “ლიონი” და “სევილია” იჩენდნენ. “ფენერბაჰჩესთან” მას კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.