ხორვატიის ეროვნული ნაკრების და კიევის "დინამოს" საკუთრებაში მყოფი ნიკო კრანჩარი, 2014/15 წლების სეზონს კვლავ არენდის წესით "ქუინზ პარკ რეინჯერსში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ლონდონური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ 2013/14 წლების სეზონი 30 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბში გაატარა და მისი მონაგარი 33 მატჩში, 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა იყო. ხორვატი გასულ სეზონში ჩემპიონშიფში ასპარეზობდა და ლონდონელებს პრემიერლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.
გიორგი ბალახაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია