ფეხბურთი

18:04 | 31.10.2013 | ნანახია 844 - ჯერ

კრანჩარი დაშავდა

ინგლისის ჩემპიონლიგის “ქუინზ პარკ რეინჯერსის” ხორვატი ნახევარმცველი ნიკო კრანჩარი “უიგანთან” 0:0 დასრულებულ შეხვედრაში დაშავდა.

29 წლის ფეხბურთელმა ბარძაყის უკანა კუნთი 44-ე წუთზე დაიზიანა და მოედანი ვადაზე ადრე დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს ხორვატი მოედანზე დაბრუნებას, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ დაზიანება სერიოზული იქნება.

კრანჩარს დღეს სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება და მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი ვადებიც ამის შემდეგ გაირკვევა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:52 | 31.10.2013
gogga78 (901)

ამან მეტი უკეთესი გუნდი ვერ მონახა?

0.124826