ფეხბურთი

19:53 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კრამერს რიგი დაუდგა

საქმე იქით მიდის, რომ ახალგაზრდა გერმანელ ნახევარმცველ კრისტოფ კრამერს “გლადბახში” დიდხანს არ გააჩერებენ. ის “ლევერკუზენს” ეკუთვნის და “გლადბახში” იჯარის წესით თამაშობს.

კრამერი ამ ზაფხულს “ნაპოლიში” გადადიოდა, მაგრამ გარიგება ბოლოს ჩაიშალა. ახლა კი ინტერესს იჩენენ “რეალი”, “ატლეტიკო”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ლივერპული”.

კრამერი მსოფლიოს ჩემპიონია გერმანიის ნაკრებში: სხვათა შორის, ფინალში სასტარტოში იყო და ტრავმის გამო შეცვალეს.

ილია კახელიშვილი

0.125248