საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო საკალათბურთო კლუბის, სუპერლიგის მონაწილე “ქუთაისი-2010”-ის მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ კოხრეიძემ და მისმა თანაშემწე მედეა მხეიძემ იმერულ კლუბთან ახალი 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” მედეა მხეიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ კოხრეიძემ და მხეიძემ 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონში არსებობის მანძილზე “ქუთაისი-2010”-ს ისეთი წარმატება მოუტანეს, რომლის დარიც რიონისპირელებს არასოდეს ჰქონიათ.
ქუთათურებმა თასი და სუპერთასი არსებობის მანძილზე პირველად მოიპოვეს, ასევე პირველად გახდნენ ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობის მიერ მათთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება ლოგიკური იყო და მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.