ფეხბურთი

12:19 | 30.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

კოულმა ბავშვობის ოცნება აიხდინა

ლონდონის “ჩელსისა” და ინგლისის ნაკრების მცველმა ეშლი კოულმა ირლანდიის წინააღმდეგ გამართული მატჩის შეფასებისას თავის ემოციებზე ისაუბრა. ეს შეხვედრა კოულისთვის საიუბილეო გამოდგა – ნაკრების მაისური მეასედ მოირგო. ამასთან, ეროვნულ გუნდს უკაპიტნა.

“ეს თამაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელია ჩემს კარიერაში. წლების წინ მართლა ვერ წარმომედგინა, რომ ეროვნულ ნაკრებში 100 თამაშს ჩავატარებდი. მადლობა გულშემატკივრებს თბილი მიღებისთვის. ძალიან ამაყი ვარ. აქვე ერთ საიდუმლოსაც გავამხელ, ნაკრების კაპიტნობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო” – განაცხადა ეშლი კოულმა.

 

 

 

თეგებიეშლი კოული
0.119907