ფეხბურთი

22:29 | 17.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კოსტასა და თურანის ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში საეჭვოა

მადრიდის “ატლეტიკოს”, ლა ლიგის ბოლო ტურში “ბარსელონასთან” ფრედ თამაში და ჩემპიონობა ძვირად დაუჯდა. პირველივე ტაიმში ტრავმები მიიღეს დიეგო კოსტამ და არდა თურანმა.

მე-16 წუთზე, კოსტამ კუნთის ტრავმა გაიმიზეზა და მოედანი დატოვა. 7 წუთში, სათადარიგოთა სკამზე არდა თურანმაც გადაინაცვლა, რომელმაც ფაბრეგასთან შეჯახების შემდეგ ბარძაყის ტრავმა მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია კოსტასა და თურანის ტრავმები, თუმცა 24 მაისს გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მათი თამაში საეჭვოა.

0.114351