NBA.com-ის ცნობით, ბერძენი კალათბურთელი კოსტას პაპანიკოლაუ “ჰიუსტონ როკეტსში” ჩაირიცხა. ჯერჯერობით კონტრაქტის დეტალები არ არის ცნობილი.
24 წლის ბერძენმა ფორვარდმა კარიერა ბერძნულ კლუბ “არისში” დაიწყო. 2009 წელს პაპანიკოლაუ ბერძნულ “ოლიმპიაკოსში” გადავიდა, ხოლო შარშანდელ სეზონში ბარსელონას ღირსებას იცავდა, სადაც მისი მონაგარი საშუალოდ ერთ მატჩში გახლდათ: 6.9 ქულა, 3.4 მოხსნა და 2.2 პასი.
პაპანიკოლაუს საინტერესო მომენტები
https://www.youtube.com/watch?v=RtjqHAs9Roc
ლაშა ქოიავა